16:02 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 17:56:14, 4965 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: ამხელა რესურსი ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს

„ამხელა რესურსი თუნდაც მაკონტროლებელი ორგანოს, ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.  

გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტისთვის ბიუჯეტიდან ფული არ დაიხარჯება, თანხა მაინც დიდია.

"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო. მის შენობაზე ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება. თუმცა, მიუხედავად ამისა გეტყვით, რომ ამხელა რესურსი ორგანოს, თუნდაც ეს ეროვნული ბანკი იყოს, მაკონტროლებელი ორგანოს შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს. ვფიქრობ, რომ ამ ქალაქში ისეთი შენობის აშენებაც შესაძლებელია, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება,"- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ახალი შენობა თბილისში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე უნდა აშენდეს. პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics