|
2019-10-10 15:13:19, 2060 ნახვა
სამართალი
გახარია - შსს უმკაცრეს და შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს დამნაშავეებს, განსაკუთრებით, საკუთარ რიგებში
ყველა პოლიციელი, რომელიც კანონს დააღვევს, უმკაცრესად იქნება დასჯილი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას ნარკორეალიაზაციის ბრალდებით, პოლიციელის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელი მუშაობს და რამდენიმე დამნაშავის გამო, მათი რეპუტაცია არ უნდა შეილახოს. "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ და რა დროს აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შსს უმკაცრეს და შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს პირველ რიგში დამნაშავეებს მის რიგებში. ამის დამადასტურებელი ფაქტი არის პოლიციელის დაკავება ნარკორეალიზაციის ბრალდებით და საქმის გამოძიებას თავად უწყება აწარმოებდა. არავის მივცემთ უფლებას, რომ ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის რეპუტაცია შეიბღალოს, რამდენიმე დამნაშავის გამო, რომელიც უმკაცრესად იქნება დასჯილი. უწყებაში ათასობით კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)