|
2019-10-09 12:19:17, 917 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს - დიეგო კოლასს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, საფრანგეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საფრანგეთის სადაზღვევო მოდელის გაზიარებას, ასევე ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების კუთხით თანამშრომლობას. ისაუბრეს მიგრაციის, პირველადი ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ საკითხებზე. განიხილეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხებიც. მინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დევნილთა პრობლემების მოგვარებისთვის არის გამოყოფილი, რაც გულისხმობს ბინათმშენებლობას, მათ დასაქმებასა და ინტეგრაციას. საფრანგეთის ელჩი სამინისტროს აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის პრევენციის პროგრამების განხორციელების კუთხით დახმარებას დაპირდა. მისი თქმით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიეგო კოლასმა მინისტრს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებული რეფორმებისთვის, რასაც სამინისტრო ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ახორციელებს. „სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმით, რომ საქართველოს პრიორიტეტული სფეროები ხშირ შემთხვევაში ემთხვევა საფრანგეთის მიზნებსა და პრიორიტეტებს. თქვენმა ქვეყანამ განვითარების ევროპული მოდელი აირჩია, რომელიც სოციალურ საჭიროებებზეა მორგებული. სამინისტროსთან ბევრი საერთო თემა გვაკავშირებს. ვმუშაობთ სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ფარმაცევტულ საკითხებზე. ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა დიეგო კოლასმა. შეხვედრას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმღვანელი ზაალ კაპანაძეც ესწრებოდა.
(NS)
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)