20:49 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 17:45:38, 2225 ნახვა

კომენტარი
გიგაური: თუ დადგინდება, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია, ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა პარლამენტს, მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა სთხოვა. 

როგორც გიგაური ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი თადუმაძის დიპლომის სიყალბეს დაადგენს, ის ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნას და ასევე, დაკავებული თანამდებობიდანაც გადადგეს. 

"მას შემდეგ, რაც თადუმაძემ მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში, ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო, რომ გამოექვეყნებინა ეს დიპლომი. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ კონკრეტულად დიპლომის მართებულობასთან და არის თუ არა ის ყალბი, ამ საკითხის შესწავლა. ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, რადგანაც ხვალ იქნება თადუმაძესთან გასაუბრება, რომ დაადგინოს ამ დიპლომთან დაკავშირებული საკითხები და გასცეს ყველა კითხვას პასუხი. იმ შემთხვევაში, თუ კი დადგინდება, რომ ეს დიპლომი არის ყალბი, რა თქმა უნდა, თადუმაძემ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა ამ კონკურსიდან და, ასევე, იგი უნდა წავიდეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობ-საქართველომ" მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის შესწავლისას, იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხებსა და მის დიპლომთან დაკავშირებით არაერთი შეუსაბამობა გამოავლინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics