14:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 17:13:42, 2315 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში ავსტრიის, შვედეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების ელჩები და ესპანეთის პოლიციის ატაშე.

ვახტანგ გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის  საკითხებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით არსებული აქტუალური გამოწვევები მიმოიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამართალდაცვით სფეროში სამინისტროს წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობასა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის  მზადყოფნა გამოთქვეს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics