13:35 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 16:07:10, 2750 ნახვა

ეკონომიკა
მეზღვაურთა მხარდასაჭერად და დასაქმების ხელშესაწყობად ვებ-პორტალი ამოქმედდა

საქართველოში მეზღვაურთა მხარდაჭერისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ვებ-პორტალი ამოქმედდა.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა. სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ვებ-პორტალზე მუშაობისას, დაინტერესებულ მხარეებს სამუშაო ჯგუფი რამდენჯერმე შეხვდა,  გაითვალისწინეს როგორც მეზღვაურების, ისე დამსაქმებლების ინტერესები, ასევე გაზიარებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილება.

„ვებ-პორტალი მეზღვაურებს გაუადვილებს სასურველი ვაკანსიების მოძიებას და მისცემს შესაძლებლობას პირდაპირ კომუნიკაციაზე იყვნენ დამსაქმებლებთან. თავის მხრივ, დამსაქმებლები ერთიან ონლაინ პლატფორმაზე განათავსებენ ვაკანსიებს და უფრო მარტივად მოიძიებენ სასურველი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებს," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

სააგენტოს დირექტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურებს ამ საიტის მეშვეობით ექნებათ წვდომა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონულ სერვისებზე, რაც დაზოგავს მათ დროს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი პირებისათვის სააგენტოს მომსახურების მიღებას გაცილებით უფრო კომფორტულს გახდის.

საიტი განთავსებულია შემდეგ მისამართებზე: (www.georgianseafarers.gov.ge / www.georgianseafarers.ge)

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics