14:58 - 24 Jun, 2026
|
2019-10-08 14:37:56, 1579 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი უკრაინის ელჩს შეხვდა
საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები ის თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნაზეც ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები მიმოიხილეს. ყურადღება ნატოში ინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიმართულებით პრაქტიკული მექანიზმების განვითარებაზე გამახვილდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას უკრაინის თავდაცვის ატაშე, გენერალი იგორ ოსტაპენკო დაესწრო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)