14:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 13:19:42, 1486 ნახვა

პოლიტიკა
დუმის სპიკერი: საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს და მისი სიტყვები უკან წაიღოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანტირუსულ განცხადებებთან დაკავშირებით საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ინფორმაციას Interfax.ru ავრცელებს. 

როგორც ვოლოდინმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია უნდა დაფიქსიროს. 

"ამ სიტუაციაში გზავნილი შესაძლოა იყოს მხოლოდ ერთი. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა რუსეთზე, როგორც აგრესორ ქვეყანაზე, ბოდიში უნდა მოიხადოს და უკან წაიღოს თავისი სიტყვები. მან ასევე უნდა განმარტოს თავისი პოზიცია. როგორც შეიძლება ურთიერთობების განვითარება, თუ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა?!“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა. 

მისივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები უკეთესობისკენ ვითარდებოდა, ვიღაცას დასჭირდა, რომ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე ეს ურთიერთობები აერია". 

"იმის მაგივრად, რომ ივნისის მოვლენების დროს, სალომე ზურაბიშვილი გამოსულიყო და გაეკრიტიკებინა მსგავსი ქმედებები, მან რუსეთს აგრესორი ქვეყანა უწოდა. ახლა კი, ჩმად არის", - დასძინა ვოლოდინმა. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics