|
2019-10-08 12:42:39, 1635 ნახვა
ეკონომიკა
ხატია წილოსანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის უფროს მრჩეველს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტის უფროს მრჩეველს, კონსტანტინ ლიმიტოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ხატია წილოსანმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა დარგის ეფექტიანი განვითარების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხრიდან საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე გამახვილდა ყურადღება. როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა, კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან შეხვედრის მთავარი მიზანი სამომავალო თანამშრომლობისთვის კონკრეტული მიმართულებების გამოვლენა და აღნიშნული მიმართულებით არსებული ვითარების გაცნობა იყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)