|
2019-10-08 10:45:12, 2254 ნახვა
სამართალი
რატომ არ აქვს მინიჭებული თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი - პროკურატურის განმარტება
საქართველოს გენერალური პროკურატურა განმარტავს, თუ რატომ არ მიენიჭა ამ დრომდე საკრებულოს დეპუტატის თანაშემწეს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი. როგორც "ექსპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, სექსუალური ძალადობის საქმეზე ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა არ დადებულა. "შსს-ში მიმდინარე გამოძიების მიერ დანიშნულია 3 ექსპერტიზა, რომელთაგან ჯერ არც ერთზე დასკვნა არ არის მიღებული. მას შემდეგ რაც ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება", - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატს "ქართული ოცნებიდან" ილია ჯიშკარიანს და მის თანაშემწეს თამთა თოდაძეს. თოდაძე დეპუტატს სექსუალ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 3 მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დეპუტატს ბრალი წარდგენილი არ აქვს. ის კლინიკაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გენერალურ პროკურატურასთან ქალთა მოძრაობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები დეპუტატ ჟიშკარიანის დაკავებას ითხოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)