|
2019-10-08 10:38:30, 1041 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ზოიძემ აჭარა ზალცბურგის ევროპის სამიტზე წარადგინა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ზალცბურგის ევროპის სამიტს ესწრება. ღონისძიებაზე, რომელშიც 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის ოფიციალური პირი მონაწილეობს, თინათინ ზოიძემ აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენასთან ერთად მან საქართველოს ევროპულ მომავალსა და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ზალცბურგის ევროპის სამიტი ავსტრიაში ევროპის რეგიონების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება, რომელშიც ევროპის 23 ქვეყნის 130 რეგიონი, ქალაქი, მუნიციპალიტეტი და საწარმოა გაერთიანებული. მათ შორისაა აჭარა, რომელიც ევროპის რეგიონთა ინსტიტუტში 2012 წელს გაწევრიანდა. სამი დღის განმავლობაში პარლამენტარები, ევროკომისიის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ევროპასა და მშვიდობაზე საუბრობენ, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მათი ინტერესების მხარდაჭერა. ზალცბურგის ევროპის სამიტი 6 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)