14:58 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-08 10:37:32, 922 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დელეგაციასთან ერთად, 8-10 ოქტომბერს მონტენეგროს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს ივან ბრაიოვიჩს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ორმხრივ და გაფართოებულ ფორმატებში. შეხვედრების შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

არჩილ თალაკვაძე შეხვედრას გამართავს მონტენეგროს პრეზიდენტთან მილო ჯიუკანოვიჩთან და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა მონტენეგრო-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ბრანიმირ გვოზდენოვიჩთან და კოტორის მერთან, ზალკო აფრკოვიჩთან. 

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად  საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნას დაესწრება, სადაც საპარლამენტო დელეგაციას  ბარის მერი,  დუსან რეიკევიჩი და საქართველოს საპატიო კონსული რადე ვუაჩიჩი, საპატიო კონსულის მიერ ორგანიზებულ   ქართული სამზარეულოსა და მუსიკის საღამოზე უმასპინძლებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  პოდგორიცაში, მებრძოლი პარტიზანების მემორიალს მოინახულებს და გვირგვინით შეამკობს.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ ხუბულური, ედიშერ თოლორაია, მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ნაცვლიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics