|
2019-10-08 10:13:47, 1071 ნახვა
ეკონომიკა
ფიბიგი: გერმანიის ბაზარზე სულ უფრო იზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში სტუმრობით
„გერმანიის ბაზარზე სულ უფრო იზრდება იმ მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და თბილისში სტუმრობით. ეს დასტურდება ციფრებითაც - მაგალითად, 2018 წელს გერმანიიდან საქართველოში 65,000 ადამიანი ჩამოვიდა, წელს კი, ჩვენი ვარაუდით, რიცხვი 100 000-მდე გაიზრდება," - ამის შესახებ გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნორბერტ ფიბიგმა საქართველო - გერმანიის ბიზნესშეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში. გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის კუთხით ახლაც მაღალია, არსებობს შემდგომი ზრდის დიდი პოტენციალი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)