10:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 17:20:19, 2273 ნახვა

სამართალი
თბილისში აფთიაქში შესულ მამაკაცს ავტომობილი მოპარეს - ეჭვმიტანილი დაკავებული არაა

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე აფთიაქში შესულ ერთ-ერთ მამაკაცს ავტომობილი მოპარეს. - მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს  სამართალდამცველებმა TOYOTA-ს მარკის ავტომობილი ქურდობის ადგილიდან ახლოს 200 მეტრში მიტოვებული იპოვეს. მათივე ცნობით, იგი დაზიანებული არ არის და წინასწარი მონაცემებით მანქანიდან წაღებულიც არაფერია.

უწყების განცხადებით, ავტომობილი მფლობელს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე გადაეცემა. პოლიცია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენა-დაკავების მიზნით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს. მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ტელეკომპანია "მთავარის" ფოტო

გიორგი ჩაფიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics