|
2019-10-07 12:56:25, 1141 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ძალიან გვახარებს, რომ დღეს წინა პლანზე გამოდის თანამშრომლობა კერძო ინვესტიციების სფეროში
გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერი როგორც პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისოა არენაზე, ასევე ეკონომიკაში. ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ დღეს წინა პლანზე გამოდის თანამშრომლობა კერძო ინვესტიციების სფეროში. საქართველოში გერმანულ-ქართული კაპიტალით შექმნილი 250-ზე მეტი ერთობლივი კომპანია საქმიანობს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისთან შეხვედრის შემდეგ. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან დახმარებას იღებს გერმანიის განვითარების სამთავრობო ინსტიტუტებისგან, როგორიცაა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და სხვა პროგრამები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ენერგეტიკის, მეწარმოების და ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებაში. „ჩვენი შემდეგი გამოწვევა, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, ტურიზმია. ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადები მზარდია, მაგრამ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი შეგვიძლია. აღნიშნულს ხელს უწყობს პირდაპირი რეისების რაოდენობის ზრდა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან გერმანიის ქალაქების მიმართულებით. თანამშრომლობის ინტერესი ძალიან დიდია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისი საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის დროსაც დაგეგმილი მრგვალი მაგიდის ჩატარება საქართველოსა და გერმანიის ბიზნეს წრეების მონაწილეობით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)