14:17 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 11:35:16, 759 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები ეწვივნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4 დაცულ ტერიტორიას ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები სტუმრობენ, რომლებიც ადგილზე ეცნობიან უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს. 

პირველად, საქართველოს ისტორიაში, 2019 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს. სწორედ აღნიშნული ექსპერტების მომზადებული დასკვნის მიხედვით გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დაცული ტერიტორიები ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს.

ინიციატივა 2017 წლიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. 

საქართველოს დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის. დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის  სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას. შესაბამისად, შერჩეულ ტერიტორიებზე მაღალკვალიფიციური და თანამედროვე კვლევების წარმოების ალბათობას.

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მისი უნიკალური ეკო-სისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. ტერიტორიებზე გავრცელებულია წითელი ნუსხის, რელიქტური და ენდემური სახეობები.

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics