15:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 17:32:46, 359 ნახვა

პოლიტიკა
გრიგორი კარასინი: სასაზღვრო ნიშნების ამღები პირები უნდა იპოვონ და დასაჯონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის  განცხადებით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის ამღები პირები უნდა დაისაჯონ.  კარასინი ბანერის აღებას პროვოკაციად აფასებს.
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების განკარგულებით, ეს სასაზღვრო ნიშნები დაამონტაჟა რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა და ისინი ადგილზე იდგა მიმდინარე წლის 8 აპრილამდე და ვინ ამოიღო ისინი?! ეს ხალხი უნდა იპოვონ და დასაჯონ პროვოკაციისთვის. არავის არაფერი არსად არ გადაუწევია. შეიკრიბონ ქართული მხარე, სამხრეთ ოსეთისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და გაერკვნენ ამ საკითხში. ვნახავთ, შედეგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორც  მოგახსენეთ",-განაცხადა გრიგორი კარასინმა.
შეგახსენებთ, გუშინ გორის რაიონში, სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოგლიჯეს და ხევში გადააგდეს.
აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ქართულ სახელმწიფოს შუაზე ხლეჩენ და არც ერთი ჟურნალისტი ამ ფაქტს არ შეეგუება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics