|
2019-10-05 14:09:42, 3142 ნახვა
პოლიტიკა
დედაქალაქის მერი ხარკოვის დელეგაციას, ბიშკეკისა და ერევნის მერებს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიშკეკის მერს, აზიზ სურაკმატოვს, ერევნის მერს, აიკ მარუთიანს და ხარკოვის დელეგაციას შეხვდა. სტუმრებმა მერს "თბილისობის" დღესასწაული მიულოცეს და თავიანთ დედაქალაქებში მიიწვიეს. თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა კოლეგები "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დაპატიჟა. „წელს საკმაოდ მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისის სხვადასხვა რაიონში. ეპიცენტრი კი ტრადიციულად ძველი თბილისი - რიყე, ლეღვთახევი, ევროპის და ორბელიანის მოედნებია. პროგრამა ყველა თაობის ადამიანისთვის, მათ შორის თბილისის სტუმრებისთვისაც არის გათვალისწინებული და ძალიან კარგად აცნობს მათ თბილისურ ტრადიციებს“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. შეხვედრებზე საუბარი თბილისსა და აღნიშნულ ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, წარმატებული გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას შეეხო. ასევე, განიხილეს სატრანსპორტო სფეროში არსებული გამოწვევები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)