14:15 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 10:33:37, 1014 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ძალოვანი ელექტროსადენების შეცვლის სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ ძალოვანი ელექტროსადენების შეცვლისა და მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო.

მისი თქმით, ძალოვანი კაბელების შეცვლა ღამის საათებში მიმდინარეობს და ეს პროცესი ხელს არ უშლის მეტროს ფუნქციონირებას.

„დაახლოებით 450 კილომეტრიანი ძალოვანი კაბელი იცვლება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რამდენჯერმე იყო შეფერხება, ავარიები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. ყველაზე მეტი მგზავრი დღეს გადაადგილდება მეტროთი და ამდენად, უსაფრთხოება ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. ამის გამო, ერთი საათით ადრე წყვეტს მეტრო მუშაობას, რომ კომპანიამ შეძლოს სამუშაოების წარმოება. ეს პროცესი მომავალი წლის ივლისში დასრულებული იქნება. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს სადგურების სრული რეაბილიტაცია. გვინდა რომ ისინი ვიზუალურად განვაახლოთ, რათა მგზავრებისთვის სასიამოვნო იყოს მეტროთი გადაადგილება“, განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 450 კილომეტრიანი ძალოვანი კაბელის შეცვლასთან ერთად, დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამიანვებელი და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორი. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ  15 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

დაგეგმილი სამუშაოების გამო თბილისის მეტრო შეცვლილი განრიგით - 06:00 საათიდან 23:00 საათამდე ემსახურება მგზავრებს.

სამუშაოებს ჯამში ერთი წელი დასჭირდება და და 2020 წლის ივლისში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი გაეცნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics