|
2019-10-04 19:21:42, 4027 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: 2020 წელს, დაახლოებით, 1.8 მილიარდი ლარი მიემართება განათლებაზე
2020 წელს, დაახლოებით, 1.8 მილიარდი ლარი მიემართება განათლებაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტში, დიასპორის საკითხთა კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრისას. მისი თქმით, განათლების სისტემაში მომავალ წელს მიიმართება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები და გაგრძელდება მასწავლებელთა ხელფასების ზრდა. „მომავალ წელს, მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე, დაახლოებით, 140 მლნ ლარი მიიმართება. აქ შედის როგორც წელს, 1-ლი ოქტომბრიდან გაზრდილი ანაზღაურება, ასევე 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან გათვალისწინებული კიდევ 150-ლარიანი ზრდა და კიდევ ის თანხა, რაც შიდა საათების გადანაწილებით დამატებით გამოეყოფათ პედაგოგებს. ჯამში, დაახლოებით, 400 ლარამდე საშუალო ზრდა გვექნება მასწავლებელთა ანაზღაურების მიმართულებით. რაც შეეხება საბავშვო ბაღების ნაწილს - 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში მასწავლებლების და სხვა დასაქმებულების ხელფასები საშუალოდ 100 ლარით იზრდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)