13:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 18:56:19, 2055 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი დაერქმევა

თბილისის საკრებულო ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელს მიანიჭებს, - ამის შესახებ საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

საკრებულო ცნობით, ობიექტის შერჩევის და სახელდების პროცედურებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებს.

"საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, გია ყანჩელის გარდაცვალებამ, მთელს საქართველოს გული დაწყვიტა. კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს კულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა. თბილისის საკრებულო უსამძიმრებს ოჯახს, სრულიად საქართველოს და გამოდის ინიციატივით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics