|
2019-10-04 13:53:27, 1065 ნახვა
ეკონომიკა
საქაერონავიგაციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენის ახალი ინსტრუმენტალური სისტემა დაამონტაჟა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციამ" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემების ჩანაცვლების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. შპს "საქაერონავიგაციის" საქმიანობის ძირითადი საგანი საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების მართვა და მათი უსაფრთხოების დაცვაა. აღნიშნულის უზრუნველყოფის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სანავიგაციო აღჭურვილობების გამართული ფუნქციონირებაა. "საქაერონავიგაცია" პასუხისმგებელია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვასა და მათ გამართულ მუშაობაზე, რომლებიც ეხმარება საჰაერო ხომალდებს, განახორციელონ ზუსტი და უსაფრთხო ფრენა. ინსტრუმენტალური დაშვების სისტემა - ILS წარმოადგენს თვითმფრინავის "გზამკვლევს" და უზრუნველყოფს ავტომატურ რეჟიმში საჰაერო ხომალდის უსაფრთხო და ზუსტი დაფრენის შესაძლებლობას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კომპანია SELEX - ის მიერ წარმოებული ორი დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემა (ILS) ფუნქციონირებს. პირველი ეტაპი ILS 13R - ის ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისტემას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ამერიკული კომპანია Selexs ES Inc ამონტაჟებს. კომპანიამ ჩაატარა აეროპორტის კვლევა, შეიმუშავა და დაამტკიცა აპარატურის დაყენების ადგილის და სრულყოფილი ფუნქციონირების საერთო მონაცემები. სამონტაჟო სამუშაოები ამერიკელმა სპეციალისტებმა საქაერონავიგაციის თანამშრომლებთან ერთად შეასრულეს. ინსტრუმენტალური დაშვების სისტემის შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით არსებული აპარატურის დემონტაჟი და ახლის დამონტაჟება ეტაპობრივად განხორციელდა. აღნიშნული სისტემის გამართულად მუშაობას ჩეხური კომპანიის თვითმფრინავი-ლაბორატორია შეამოწმებს. საფრენოსნო შემოწმება გულისხმობს ობიექტის შემოფრენას სპეციალურად აღჭურვილი თვითმფრინავით, რომელიც აგროვებს მონაცემებს მისი მუშაობის შესახებ. საფრენოსნო შემოწმების აღნიშნული წესები და სტანდარტები საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ არის დადგენილი. განახლებული ILS 13R ექსპლუატაციაში შემოფრენის პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. დაფრენის ინსტრუმენტალური სისტემების განახლების მეორე ეტაპი 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)