|
2019-10-04 13:29:52, 1717 ნახვა
პოლიტიკა
გოტემიოლერი: ვამაყობთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობის განვითარებით
"ვამაყობთ საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობის განვითარებით", - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემიოლერმა განაცხადა. გოტემიოლერის შეფასებით, სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებით რეგიონში უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. "მოხარული ვარ, როცა ვხედავ ასეთ ენთუზიაზმს, დიდი პატივია აქ ყოფნა. სანაპირო დაცვის პროგრესს გავეცანით. დღეს ჩვენ ვეწვიეთ გემებს, შევხვდით ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე საბორდაჟო გუნდს, რომელმაც ტრენინგი გაიარა ნატოსთან. ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს ყოველივე ემსახურება უსაფრთხოებისა და უშიშროების უზრუნველყოფას რეგიონში. ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, სასიამოვნო ამინდით, რომელიც აქ დამხვდა, ბრიუსელის წვიმიანი დღეების შემდეგ", - განაცხადა ნატოს გენმდივნის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)