|
2019-10-04 10:06:13, 2067 ნახვა
სამართალი
ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
ადვოკატ ნაირა ოტიაშვილსა და ცრუ დასმენის საქმეზე მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. სამივე დაკავებული საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ბრალდები მხარე დაკავებულებისთვის 3000-ლარიან გირაოს ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარე, 16 ადვოკატი მოსამართლისა და პროკურორების აცილებას ითხოვდა, თუმცა მათი შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა. როგორც ნაირა ოტიაშვილის ადვოკატები აცხადებენ, სახელმწიფო ბრალდებამ ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა და მათი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება უკანონო იყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნაირა ოტიაშვილის ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს ცრუ დასმენისთვის წაარუდგინეს. ის თემქაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ინტერესების დამცველია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)