|
2019-10-03 16:09:41, 1736 ნახვა
პოლიტიკა
როუზ გოტმიოლერი გახარიას: ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერის შეხვედრაზე აღინიშნა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. პოზიტიურად შეფასდა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. მხარეებმა ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, როგორ უმდა გაძლიერდეს პრაქტიკული თანამშრომლობა და პარტნიორობა შავი ზღვის რეგიონში. პრემიერ-მინისტრმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მზარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას, რომელიც ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან კი - ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)