|
2019-10-03 11:12:24, 1933 ნახვა
სამართალი
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 7 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის სექტემბერში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მხილებულია 13 პირი, მათგან 7 - დაკავებულია. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 35 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)