13:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 11:10:25, 1085 ნახვა

საზოგადოება
1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძიის ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

მდინარაძის განმარტებით, ჯარიმებს ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით ჩამოწერენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, პატრულთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანხმად, საუბარია 700-ზე მეტ დაჯარიმებულ მძღოლზე.

„რეფორმა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარვკეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები პირველ ოქტომბერთან დაკავშირებით, მათ ეგონათ, რომ პირველ ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ. საშეღავათო პერიოდი პირველ ოქტომბრამდე იყო. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200-ლარიანი ჯარიმებით დააჯარიმათ. გადავწყვიტეთ, ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ფინანსური ჯარიმის მოსახსნელად ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეთანხმებით, დავაინიციროთ საკანონმდებლო ერთჯერადი აქტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები მოეხსნებათ ტაქსის იმ მძღოლებს, ვინც პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics