13:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 17:18:24, 1603 ნახვა

პოლიტიკა
„ნაწამები ხალხის ხმა ცამდე ადიოდა და თქვენი ყურები დახშული იყო“ - კილაძის ანგარიშის წარდგენას ხმაური მოჰყვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ანგარიშის წარდგენას ხმაური მოჰყვა.

საპარლამენტო ოპოზიციამ სოფო კილაძე იმის გამო გააკრიტიკა, რომ მის მიერ მომზადებულ ანგარიშში არ მოხვდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას მოიცავდა.

"შესაბამის უწყებებთან გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენი საქმიანობის ფარგლებში რაც არის ჩვენი ფუნქცია, ეს შევასრულეთ და მესმის, რომ თქვენ არ დამეთანხმებით, მესმის, რომ მაინც ერთ ამბავს ატეხთ, ეს არის თქვენი უფლება, ხოლო ჩემი უფლება და ვალდებულებაა, რომ კითხვებს ვუპასუხო", - აღნიშნა მან.

ოპოზიციამ კილაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის მოინახულა თუ არა მან საპატიმროში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ადამიანები. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა "აკეთებს თუ არა რამეს სოფო კილაძე ადამიანის უფლებების დაცვისთვის?".

"მაშინ შესულიყავით, როდესაც ხალხს უმოწყალოდ აწამებდნენ. ნაწამები ხალხის ხმა რომ ცამდე ადიოდა და თქვენი ყურები დახშული რომ იყო ამისთვის, კარგი იქნებოდა აი, მაშინ შესულიყავით“, - უპასუხა სოფო კილაძემ ოპოზიციას.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics