11:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 12:25:08, 757 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. თერგის ბაზრობაზე ცეცხლი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა - ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო  ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ  „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია ყველა საჭირო ზომა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics