11:55 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 18:34:46, 1597 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო.

მან დაათვალიერა საპორტო ინფრასტრუქტურა და ნავსადგურის ხელმძღვანელობისგან მოისმინა ინფორმაცია პორტის საქმიანობისა და საკონტეინეტო გადაზიდვების სტატისტიკის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ნათია თურნავამ, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფოთში, „პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა და თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics