22:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 15:23:17, 1996 ნახვა

კომენტარი
გვენეტაძე: ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ კურსის დინამიკა დასტაბილურდეს - არ დავუშვებთ ინფლაციის ზრდას

ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. 

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, სებ-ი ინფლაციის ზრდას არ დაუშვებს და ფინანსურ სტაბილურობას შეინარჩუნებს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან კოოდინაციაში დგამს ნაბიჯებს. 

 

„გაუფასურების ტალღა, რომელიც დღეს გვაქვს, ბოლო გაუფასურება დაახლოებით ივნისის შემდეგ დაიწყო. პროცესს თან სდევდა ტურისტული შემოსავლების შემცირება. რადგანაც კურსი ასრულებს ავტომატური სტაბილიზატორის როლს, მოხდა კურსის კორექტირება. ექსპორტი იზრდება, იმპორტის ზრდა დაბალია, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მოლოდინი იყო, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის დინამიკა იქნება პოზიტიური“, - აღნიშნა გვენეტაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics