|
2019-10-01 15:01:23, 1523 ნახვა
სამართალი
მამაკაცს, რომელიც მსახიობ ეკა ჩხეიძეს ქორწინებას აიძულებდა 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა და მამაკაცს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც სხდომაზე ბრალდების მხარე აცხადებდა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას დაჟინებით სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითმკვლელობით იმუქრებოდა. საქმის პროკურორის მტკიცებით, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, მსახიობის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც ჩხეიძემ 112-ში დარეკა. გამოძიება სსკ-ის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)