12:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 14:12:59, 1388 ნახვა

პოლიტიკა
მარშანია ბოკერიას: შენ ხარ მკვლელი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ

სად ჯანდაბაშია თქვენი ამომრჩეველი, მე თქვენს ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვაყენებ, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა“, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას მიმართა.

ადა მარშანიას გაღიზიანება ბოკერიას გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც „მუხროვანის ამბოხას“ შეეხებოდა.

„გული გამისკდა, აღარ შემიძლია. შენ ვინა ხარ, შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მკვლელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ“, - მიმართა მარშანია ბოკერიას.

აღნიშნულზე ბოკერიამ ასე უპასუხა: „მეც მიჭირს, რომ პუტუნის ხალხი მიზის უკან“.

გარდა ამისა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ადა მარშანიამ უმრავლესობის წევრებსაც მიაყენა: „თქვენ კიდე „ქართული ოცნება“ ხართ, ლაჩრები და თქვენ ხართ მოღალატეები. სორცხვილია, რომ ამბობთ, რომ ესენი ხალხმა აირჩია“.

ინციდენტის შემდეგ ადა მარშანიამ სასესიო სხდომა დატოვა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics