|
2019-10-01 10:32:49, 992 ნახვა
სამართალი
ჯავახაძე საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხების ერთობლივი განხილვა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნინო ჯავახაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ ჩატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებმა და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცრებმა მინისტრის მოადგილეს შესაბამის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებების მნიშვნელობას უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების პროცესში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)