15:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 09:27:24, 618 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება.

კონსულტაციები ამჯერად გაფართოებული შემადგენლობით შედგება.

როგორც ზურაბ აბაშიძემ პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე სოფელ ორჭოსანსა და ხურვალეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის საკითხის მწვავედ დააყენებს.

მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობაა და მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, საქართველომ რუსეთთან კომუნიკაცია არ უნდა შეწყვიტოს.

„ჩვენს ძალისხმევას, კრიტიკას, რაღაც შედეგი დღეს და ხვალ აუცილებლად მოჰყვება. ასეთი გაზვიადებული მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ. რუსეთი არის ურთულესი მეზობელი. მარტო ჩვენ არ გვიჭირს მასთან ურთიერთობა. ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ უკან წავაღებინოთ. ჩვენ რაც გავაკეთეთ ჩვენს ფორმატში, ერთი ნაბიჯი პრინციპული კომპრომისის არ გადაგვიდგამს, არაფერი არ დაგვითმია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics