2019-09-29 14:14:40, 1727 ნახვა
საზოგადოება
ატოცთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა
ატოცში, მავთულხლართებთან ახლოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
გიორგი დეკანოსიძე მოძრაობის სამ წევრთან ერთად ატოცში გუშინ დილით ჩავიდა და გამყოფი ხაზის პერიმეტრზე პატრულირებას ახდენდა, შემდგომ კი იმ საცხოვრებელ სახლში დარჩა, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა რამდენიმე თვის წინ დაუთმო.
გიორგი დეკანოსიძე ერთ-ერთი პირველი აქტივისტი იყო, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს საოკუპაციო ხაზთან ატარებდა და საქართველოს ინტერესებს ასე იცავდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი 44 წლის იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,