12:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 14:36:27, 3809 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე - არ ვაკეთებ კომენტარს, რა გჭირთ, ტო?!

 „არ ვაკეთებ კომენტარს, რა გჭირთ, უკაცრავად, რას აკეთებთ, ტო?!“ - ამ სიტყვებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს მიმართა, რომლებმაც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე ჰკითხეს.

გომელაური აღნიშნულზე პასუხისმგებლობას სასამართლოს აკისრებს.

„უხერხულია, არ ვაკეთებ კომენტარს რა გჭირთ, უკაცრავად, რას აკეთებთ, ტო?! რა ზრდილობაა ვერ გავიგე, რა გჭირთ ხალხო?! სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი, ლევან იმერლიშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიზეზად  იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რასაც ბრალდების მხარე არ იზიარებდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics