11:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 13:14:24, 2265 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი ბესელიაზე: ტყუილებში გაიბლანდა, მისი მიზანი სასამართლოში საკუთარი არაფორმალური გავლენების დამყარება იყო

დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ რა თქმა უნდა, პარლამენტში მსგავსი ქმედება, რაც გუშინ მოხდა სრულიად მიუღებელი და დასაგმობია.

მისი განცხადებით, რაც არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოველგვარ სტანდარტს ცდება.

„რაც შეეხება ბესელიას პოზიციებს სასამართლოზე. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეკა ბესელია უკვე თავად გაიბლანდა თავის ტყუილებში. მისი გუშინდელი განცხადება იმის დასტურია, რომ ბესელიას ერთადერთი მიზანი სასამართლოსთან მიმართებაში, საკუთარი არაფორმალური გავლენების  დამყარება იყო.

ამას რომ ვერ მიაღწია, იმიტომ არის  გამწარებული ეკა ბესელია და სწორედ ამიტომ ხდება დღითი-დღე მისი ქმედებები უფრო არაადეკვატური, ხოლო მისი განცხადებები უფრო და უფრო აბსურდული. შესაბამისად, სერიოზული კომენტარის გაკეთებას და დეტალებში შესვლას ამ საკითხზე მომავალში აღარ ვაპირებ“, - აღნიშნავს მათკაშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics