11:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 19:27:08, 2257 ნახვა

პოლიტიკა
შვეიცარიის საგარეო უწყება - ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა შვეიცარიის შუამავლობითა და ინიცირებით შედგა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც შვეიცარიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მათი შუამავლობითა და ინიცირებით შედგა.

„შვეიცარიის შუამავლობით და ინიცირებით შედგა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის. შეხვედრა გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში, 2019 წლის 26 სექტემბერს. შვეიცარიას დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით დიდი ხნის გამოცდილება აქვს. 2009 წლის მარტიდან,  ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს თბილისში და საქართველოს ინტერესებს მოსკოვში“, - ნათქვამია შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
კახაბერ მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics