11:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 14:47:14, 1314 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი - პარტნიორები მხარს უჭერენ ყველა შესალებლობის გამოყენებას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოწვევით გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე კოლეგა მინისტრებთან კიდევ ერთხელ განიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა უკანონო ქმედებებზე მყისიერი რეაგირებისთვის, ასევე საუბარი წარიმართა იმაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პროცესების შესაჩერებლად და ვითარების შემდგომი დეესკალაციისთვის.

დავით ზალკალიანის განცხადებით აღნიშნული საკითხი ასევე განხილული იქნა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, რა დროსაც შვეიცარიამ, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის მოდერატორმა გამოთქვა ინიციატივა გაეროს გენერალური ასაბლეის პლატფორმის გამოყენებისა რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე პროცესებზე სამსჯელოდ. 

„შვეიცარიის მხრიდან გაჟღერდა  საინტერესო წინადადენა რომ უახლოეს დღეებში გავაგრძელოთ მცდელობები, კერძოდ მათი მხრიდან მოხდება კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან იმისთვის რომ გამოინახოს ამ საკითხზე მსეჯლობის საშუალება, თუნდაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატის ფარგლებში. პარტნიორები ამ პოზიციას მხარს უჭერენ და მიაჩნით რომ აუცილებელია დიალოგის გამოყენება და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ იმ ძალასთან, რომელიც ახორციელებს კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მკაფიოდ იქნას დაფიქისირებული ამ პროცესის გაგრძელების მიუღებლობა. ბუნებრივია საქართველო იმოქმედებს  პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის რეჟიმში“, - განაცხადა ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics