|
2019-09-25 18:30:11, 3045 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იაპონიის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში იაპონიის ელჩს – ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საზოგადოებრივ - ე.წ. „Grass Root” პროექტების ფარგლებში იაპონიის მხარის მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობას იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA), რომლის ფარგლებშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს ყოველწიურად უტარდებათ გადამზადების კურსები, კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით. როგორც ელჩმა განცხადა, იაპონიის მხარე მზად არის, კვლავ განაგრძოს სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სანაპირო დაცვის ინსტიტუციური განვითარების კუთხით უმსხვილეს იაპონურ კომპანია „ნიპონთან“ (Nippon) ურთიერთობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. იაპონიის ელჩმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.
(NS)
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)