|
2019-09-25 15:08:59, 6585 ნახვა
მსოფლიო
„გადაწყვეტილება აზერბაიჯანისთვისაც მისაღები უნდა იყოს“ - ფაშინიანი ალიევს კონფლიქტის დარეგულირების ფორმულას სთავაზობს
სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ახალ ფორმულას სთავაზობს, - ამის შესახებ ფაშინიანმა FOX LA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს როგორც სომხეთისთვის, ისე - აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთათვის. მე ვარ პირველი ლიდერი სომხეთში, ვინც ამბობს, რომ გადაწყვეტილებები მისაღები უნდა იყოს აზერბაიჯანული მხარისთვისაც, რის გამოც სომხეთში მაკრიტიკებენ, მაგრამ ეს მშვიდობიანი პროცესის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამიტომ ველი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი ამავე ფორმულას მიიღებს", - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, კონფლიქტი ე.წ. მთიან ყარაბაღში 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც ავტონომიურმა რესპუბლიკამ აზერბაიჯანის შემადგენლობა დატოვა. ამის შემდეგ, 1991 წელს მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)