10:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 14:52:14, 2132 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს ბათუმელი და ზუგდიდელი მეწარმეები გაეცნენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ სერვისებს ბათუმელი და ზუგდიდელი მეწარმეები გაეცნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ელექტრონულმა სერვისებმა მომხმარებლებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები  მაქსიმალურად გაამარტივა, ხოლო დოკუმენტის უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდა.

ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისით სარგებლობა დაინტერესებულ პირებს პორტალ www.my.gov.ge   მეშვეობით, ონლაინ შეუძლიათ. ელექტრონულადვეა შესაძლებელი პორტალზე განცხადებების შეტანა სუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, სუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით.  შპს-ს პარტნიორებს კი რეესტრი  უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, პარტნიორთა კრებები ელექტრონულ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ, ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები  ელექტრონულადვე განახორციელონ.  პორტალზე ხელმისაწვდომი მომსახურებები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებელს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს.

შეხვედრის მონაწილეებს საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ინტერნეტრესურსების გამოყენების შესახებ ინსტრუქციასთან ერთად, სააგენტოს მიერ შემუშავებული ნიმუშებიც გააცნეს,რომლებიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა napr.gov.ge/pol წარმოდგენილი.   შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდათ  და ყველა ის უპირატესოსობა განემარტათ, რაც ელსერვისების მოხმარებას თან ახლავს.  მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, ელექტრონული სერვისები  ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს,  ქაღალდის დოკუმენტებს ანაცვლებს და გარემოს უფრთხილდება.

შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული სერვისების გამოყენების მიზნით საჩუქრად გადაეცათ ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები, რომლითაც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. მორიგ შეხვედრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო როგორც დედაქალაქში, ასევე გორში, ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში ჩაატარებს.

საინფორმაციო კამპანია GIZ -გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, პროექტის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის დისტანციური (ელექტრონული) სერვისების გამოყენების ხელშეწყობა"  ფარგლებში ხორციელდება.

 

(NS)
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics