09:29 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 12:38:56, 1985 ნახვა

პოლიტიკა
ალანია ოკუპაციის გაპროტესტებაზე: ზედმეტი ემოციის გამოხატვა ასეთ საკითხებთან არ არის საჭირო

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიასთან გასაუბრება კამათის ფონზე  მიმდინარეობს.

კამათი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიამ ოკუპაციაზე პოზიციის დაფიქსირებამ გამოიწვია, რომელმაც თამარ ალანიას ჰკითხა, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?!

„ცხადია, ეს თქვა კანონმა“, - აღნიშნა თამარ ალანიამ.

რაზეც ბოკერიამ აღნიშნა, ალანიას განემარტა, თუ რა შუაში იყო კანონი და შეეძლო თუ არა ეთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

ამ დროს საუბარში კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჩაერთო და განაცხადა, რომ დეპუტატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოქმედ მოსამართლეს ესაუბრებიან.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ მანამდე თამარ ალანიამ ღიად დააფიქსირა პოზიცია სხვა სახის დანაშაულებებზე. კერძოდ, თქვა, რომ ბავშვთა პორნოგრაფია და სერიული მკვლელობა მძიმე დანაშაულია, თუმცა თავი აარიდა ოკუპაციაზე საუბარს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იკავებდა ალანია ამ კითხვისგან თავს.

„ზედმეტი ემოციის გამოხატვა ასეთ საკითხებთან მიმართებაში არ არის საჭირო“, - მიმართა ალანიამ ბოკერიას.

 ბოკერიას დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ზედმეტი ემოცია ოკუპაციის გაპროტესტება, ალანია აღნიშნა, რომ: „დიახ, არ არის საჭირო. იმაზე აქცენტების გაკეთება“...

ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics