|
2019-09-22 14:08:37, 3034 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ოკუპაციასთან ბრძოლა გულზე მჯიღის ცემა არაა
„როდესაც ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენს პოლიტიკაზე ვინმეს ჩვენთან აქვს შენიშვნები, იმ პოლიტიკოსებმა ჯერ საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, თვითონ როგორ უზრუნველყვეს ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის დაცვა",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტთა განცხადებებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებს იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი არათანმიმდევრულ ანტი საოკუპაციო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის" პირდაპირ ეთერში უპასუხა. „ შემთხვევით, ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც აცხადებდა, რომ ადამიანის უფლებათა ერთგულები იყვნენ და ამავდროულად, ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც ამბობდა, რომ დასავლურ ორიენტაციას უჭერდა მხარს და დასავლეთის ყველა ღირებულება ფეხქვეშ გათელეს, ეს ის ხალხი ხომ არ არის, ვინც რეზოლუციებს აწერდნენ ხელს, სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ისეთ საკითხებში, რომელზეც ამ ქვეყნის არცერთი მოქალაქე ხელს არ უნდა მოაწერდა. ეს ხალხი თუ გვეუბნება, რომ არათანმიმდევრულები ხართო, გასაგებია",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ 2012 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ერთერთი უმთავრესი მიღწევა ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობაა. მისივე თქმით, ოკუპაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის ათ ძირითად გამოწვევაშიც აისახა. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, ამავდროულად თავისი მიმართულებები აქვს მთავრობასაც, სადაც კონკრეტული პროექტების გაგრძელებას გეგმავს - იქნება ეს სარწყავი სისტემები, იქნება ეს სოციალური ინფრასტრუქტურა, მეწარმეობის დაფინანსება. ჩვენ კი ვაპირებთ ცვლილებების შეტანას, რომლითაც საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლები მიიღებენ დამატებით ბენეფიტებს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, როდესაც ასი ათასობით მოქალაქის უსაფრთხოებაზე და მშვიდობაზე ხარ პასუხისმგებელი, არ გაქვს ისეთი ნაბიჯების გადადგმის უფლება, რისკენაც მმართველ გუნდს ოპონენტები მოუწოდებენ. მისივე შეფასებით, ოკუპაციასთან ბრძოლას გულზე მჯიღის ცემისა და აგრესიული ფსევდო-პატრიოტიზმის ნაცვლად, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა სჭირდება. „როცა ტერიტორიების 20 პროცენტი წართმეული გაქვს, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში შენი მოქალაქეები იტანჯებიან, ჯანდაცვა და ელემენტარული საარსებო პირობები არ აქვთ, რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ჩვენი შექმნილი, ეს შექმნა იმ მოცემულობამ, რომელ რეგიონშიც ჩვენ ვიმყოფებით. ამ რეალობას თვალის გასწორება უნდა, ამ გეოგრაფიას ვერ გავაქრობთ და ამ გეოპოლიტიკას სჭირდება პრაგმატული მიდგომა. გულზე მჯიღის ცემა და აგრესიული ფსევდო-პატრიოტიზმი კი არ სჭირდება, ამას სჭირდება პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. ოპონენტები ვერ განახორციელებენ ჩვენს მაგივრად საგარეო და ანტი საოკუპაციო პოლიტიკას. სანამ ხელისუფლებაში ვართ, ამას ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენი პასუხისმგებლობაა",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)