08:23 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 17:43:30, 2397 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - რამზან ახიადოვის გადაცემა სტრასბურგის კრიტერიუმების თანახმად მოხდა

გადაცემა სტრასბურგის კრიტერიუმების თანახად მოხდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც ეთიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვის საქართველოდან რუსეთში ექსტრადირების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო ფიქრობს, რომ აღნიშნული პირის დანაშაულებრივი პროფილი გამოაქვეყნოს.

„გადაცემა მოხდა სტრასბურგის კრიტერიუმების თანახმად, მოცემულ პირს ჰქონდა სტრასბურგში იუსტიციის მინისტრის ბრძანების გასაჩივრების უფლება და ექსტრადიციის შეჩერების მოთხოვნის უფლება... ბატონ ახიადოვს ეს არ მოუთხოვია, მას ჩაბარდა იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც რუსულად იყო თარგმნილი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ამ საქმისადმი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოვაქვეყნოთ ამ ძებნილი ადამიანის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დანაშაულებრივი პროფილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics