|
2019-09-20 16:34:09, 5022 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - გახარიას და ივანიშვილის რუსული კავშირები გამოდგება იმის ასახსნელად, რატომ გვესხმიან ჩვენ თავს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი Washington Post-ში საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ წერილს აქვეყნებს. უფრო კონკრეტულად, მკვლევარი იმ მოვლენებს ეხმაურება, რომელიც თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხდა და "პატრიოტთა ალიანსის" აქციის მიზეზი გახდა. "არ ველოდი, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მე გავხდებოდი სამთავრობო მედიების და პოლიტიკოსების კრიტიკის მიზანი. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან ყოველთვის ვიყავი საქართველოს ერთგული გულშემატკივარი. თუმცა იმის გათვალისწინებთ, რომ ზოგიერთმა ჯგუფებმა გამოგვიყენეს იმისათვის, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია ჩაეტარებინათ, უკვე ბევრს ამბობს. მას შემდეგ რაც 28 წლის წინ საქართველო განთავისუფლა საბჭოთა კავშირისგან, ეს ქვეყანა ყოველთვის დემოკრატიულად ვითარდებოდა. უნდა ითქვას, რომ ახლა ქვეყანაში პრორუსული ძალები მატულობენ", - ამბობს კრამერი. მკვლევარი ამავდროულად 20 ივნისის ღამის მოვლენებს იხსენებს: "მაშინ როდესაც ოპოზიციონერი ლიდერები მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, სულ რაღაც 3 თვეში მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დანიშნა. გახარია უკიდურესად პოლარიზებული ფიგურაა. პარლამენტში ყოფნის დროს, როდესაც დეპუტატი ახალ მთავრობას ნდობას უცხადებდნენ, გახარიამ მიმართა ოპოზიციას შემდეგი სიტყვებით: "მე თქვენ დაგასრულებთ!" ივანიშვილმა ბიზნესი რუსეთში დაიწყო, ახალ პრემიერ გახარიასაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს იქ. ეს შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს იმის ასახსნელად, რატომ მომართეს ბრაზი ჩემზე, ჯონ მაკკეინსა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სხვა მხარდამჭერებზე პროსახელისუფლებო მედიამ და პოლიტიკოსებმა, როგორიცაა ირმა ინაშვილი, პრორუსული პარტიის ლიდერი, რომელიც კამერების თანხლებით კონფერენციაზე შემოიჭრა სესიაზე", - წერს დევიდ კრამერი.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)