05:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 14:36:35, 748 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაამუშავებს ტრადიციულად გამოქვეყნებულ სტატისტიკას და დამატებით მონაცემებს, რომელიც მოიცავს: თბილისში საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების კლასიფიკაციას ვიზიტის ტიპების მიხედვით, მათ დანახარჯებს, დემოგრაფიას ქვეყნების მიხედვით, ვიზიტების მიზნობრიობას, განმეორებითი ვიზიტების რაოდენობას ქვეყნების მიხედვით, ძირითად აქტივობებს და თბილისის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წყაროებს. ამასთანავე, განისაზღვრება ტოპ 50 ინვესტორი  დედაქალაქის მასშტაბით.

დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ დაგეგმვას.

„ქალაქის ეკონომიკური დაგეგმვისას, მისი ანალიზისა და შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. მემორანდუმის თანახმად, თბილისის მასშტაბით დაითვლება სხვადასხვა მონაცემი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ინფორმაცია იქნება საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გამოყენება“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერია საქსტატს უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო პირველადი ინფორმაციით. თავის მხრივ კი, საქსტატი პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას თბილისის მერიას სხვადასხვა მიმართულებით.

„გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, რომ შექმნიან თემატურ სამუშაო ჯგუფებს, ასევე, სხვადასხვა პერიოდულობით ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, ხოლო მეორე მხრივ, გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირებულობას და მათ უზრუნველყოფას მათთვის საჭირო, სანდო და ობიექტური ინფორმაციით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ. 

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე, დღესვე, წარადგინეს ინფორმაცია თბილისის დამატებითი სტატისტიკის შესახებ, რომელიც მოიცავდა ტურიზმის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, პროფესიული განათლების და შრომის ბაზრის მონაცემებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო  სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, თბილისში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო და ტურისტული კომპანიების, ბიზნეს სექტორისა და დარგობრივი სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics