|
2019-09-20 14:32:20, 677 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ საქართველო წელსაც შეუერთდა
ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 20-22 სექტემბერს საერთაშორისო კამპანიები „დავასუფთავოთ მსოფლიო” (Clean Up the World) და „მსოფლიო დასუფთავების დღე” იმართება. საქართველო დასუფთავების მსოფლიო კამპანიებში 2010 წლიდან იღებს მონაწილეობას და წელს, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში ერთვება. გარემოს დაცვის მიზნით მიმდინარე აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. დასუფთავების აქციაში ჩართულები არიან შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი, ესტონეთის ელჩი კაი კაარელსონი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე. კამპანიის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, დასუფთავების აქციები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს 1000-მდე ლოკაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი „სუფთა რეგიონი 2019”. დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. კამპანიამ მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები გააერთიანა ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად. დღეისათვის კამპანიაში130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, ადგილობრივ და შვედ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან („დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“) ერთად.
(NS)
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)