07:23 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 13:58:05, 1488 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - მორატორიუმი გაფუჭებულ საქმეს ვერ უშველის, უკეთესია პრეზიდენტი გადადგეს

მორატორიუმი ამ გაფუჭებულ საქმეს და მის რეპუტაციას ვერ უშველის. უკეთესია, გადადგეს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტი მკვლელობაში ბრალდებულებს იწყალებს, ამ ფაქტში კორუფციის ნიშნები ჩანს.

„თუ ეს დადასტურდა, პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით მოუწევს წასვლა. მორატორიუმი ამ გაფუჭებულ საქმეს და მის რეპუტაციას ვერ უშველის. უკეთესია, გადადგეს, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ვერ დაასრულებს ვადას, მას მოუწევს იმპიჩმენტით ან საკუთარი ნებით გადადგომა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics